სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: მეათე დღე შეფილდში

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალები დაიწყო. პირველი სესიის შემდეგ რონი ო'სალივანი და ნილ რობერტსონი აგებენ თავიანთ შეხვედრებს. ამასობაში ჯად ტრამპმა თითქმის გაინაღდა ნახევარფინალში თამაში.

ტრამპმა ყველაზე თანაბარ მეოთხედფინალურ წყვილში, პრაქტიკულად, შანსი არ დაუტოვა დინ ჯუნჰუს. მეორე სესიის შემდეგ ინგლისელი 12:4-ს იგებს და ერთი ფრეიმის აღება სჭირდება საბოლოო წარმატებისთვის.

რონი ო'სალივანმა მხოლოდ სამი ფრეიმი მოუგო სტიუარტ ბინჰემს. რონიმ მეორე მოგებულ პარტიაში 118-ქულიანი ბრეიკი შეასრულა. ამის შემდეგ სტიუარტს რამდენიმე წარმატებული ფრეიმი ჰქონდა და წაიყვანა ანგარიში - 5:3.

1/4-ფინალი
ბარი ჰოუკინსი-ნილ რობერტსონი 5:3
პირველი სესია:
50-40, 0-120 (115), 0-113 (70), 7-58, 91-0, 98-0 (98), 115-0 (96), 106-0.
სტიუარტ ბინჰემი-რონი ო'სალივანი 5:3
პირველი სესია: 0-116 (116), 77-49 (64), 99-1 (75), 6-118 (118), 25-103 (87), 66-25, 71-40, 86-30 (56).

დინ ჯუნჰუ-ჯად ტრამპი 4:12
პირველი სესია: 5-91, 22-72 (54), 48-82 (82), 0-94 (94), 0-111 (108), 54-76, 65-43, 78-12 (72), 0-102 (102), 19-61 (55), 11-66, 75-12 (69), 86-0 (51), 40-82, 0-127 (127), 9-116 (116).

ენტონი მაკგილი-შონ მერფი 7:9
პირველი სესია: 0-106 (100), 10-125 (125), 78-37, 0-78, 70-15 (66), 89-8 (89), 97-1 (65), 1-85, 137-0 (137), 48-72, 67-32, 33-63, 0-127 (127), 0-80, 12-83 (75), 86-0 (86).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული