სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ახალი რეკორდი შეფილდში

AutoSharing Option
შეფილდში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი დაიწყო. პირველი ორი სესიის შემდეგ აშკარა ფავორიტმა შონ მერფიმ ვერ შეძლო დიდი უპირატესობის მოპოვება. სტიუარტ ბინემმა ორჯერ გამოასწორა სიტუაცია მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული 3:0 და 8:4 დაწინაურდა.

ასევე აღვნიშნავთ, რომ პირველი ორი სესიის შემდეგ მერფიმ და ბინემმა მსოფლიოს ამ ჩემპიონატზე ასიანი ბრეიკების რიცხვი 84-მდე აიყვანეს, რაც უკვე აბსოლუტური რეკორდია. წინა რეკორდი - 82 "სენჩური" 2009 წელს იყო დამყარებული. შედარებისთვის, შარშანდელ პირველობაზე სნუკერისტებმა მხოლოდ 58 "სენჩური" შეასრულეს.

შონ მერფი-სტიუარტ ბინემი - 9:8
პირველი
სესია: 103(68)-44, 69(59)-51, 74(65)-5, 0-(105)105, 15-(56)68, 90(90)-0, 7-55.

მეორე სესია: 30-(65)73, 74(74)-(57)57, 106(106)-1, 121(121)-14, 97(51)-41, 1-(76)76, 7-(123)129, 0-(89)113, 76(76)-0, 22-(53)67.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული