ლუბა გოლოვინამ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
ოდენსეში (დანია) ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატში შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა სპორტსმენმა, პეკინისა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ლუბა გოლოვინამ, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 საუკეთესოს შორის მოხვდა, იქ კი ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, რითაც რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა.

გადამწყვეტ ეტაპზე 48.595 ქულით ლუბამ მე-8 ადგილი დაიკავა. კვარცხლბეკზე ავიდნენ: 1. დან ლი (ჩინეთი, 56.600), 2. ლინლინ ლიუ (ჩინეთი, 55.755), 3. ტატსიანა პიატრენია (ბელორუსი, 55 665).

საგულისხმოა, რომ ფინალში ვერ მოხვდნენ ჩინელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვიენა ჰი, ოლიმპიური
თამაშების მრავალგზის პრიზიორი კარენ კოკბურნი (კანადა).

ქართველი ბატუტისტი თამარ კაკაშვილი 51.950 ქულით 75-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ვაჟთა ჩემპიონატზე ფინალში მოხვედრის ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევდნენ თენგიზ კოშკაძეს, ის კი 60.135 ქულით მხოლოდ 113-ე ადგილზე გავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ულოცავ ლუბას მის ოჯახს და მთელ ბატუტისტთა საზოგადოებას!!!
irakli
19:00 30-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული