პირველი ფრეიმი ჰოკინსმა მოიგო (66:50), მაგრამ ფინალის დარჩენილი ნაწილი მისთვის კოშმარი აღმოჩნდა. პრაქტიკულად ათივე მოგებულ ფრეიმში ო'სალივანი უკონკურენციოდ იყო.
"ჩვეულებრივ, არ მიკვირის ტურნირების მოგება, მაგრამ, ამჯერად, გაკვირვებული დავრჩი, რადგან მოვიგე რვათვიანი პაუზის შემდეგ", - განუცხადა BBC-ის ო'სალივანმა.
რონისთვის ეს იყო მეექვსე მოგება "მასტერსზე" და ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა სტივენ ჰენდრის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"