"მხეცმა" რინგის გოგონა ნოკაუტში გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ენდრიუ უიტნიმ, მეტსახელად "მხეცმა", რინგის გოგონა ნოკაუტში გაუშვა.

აღნიშნული უსიამოვნო ფაქტი Titan Fight Championship 42-ის ტურნირზე მოხდა. ერთმანეთს ამერიკელი ენდრიუ უიტნი და ყირგიზელი ფარიდ შარიპოვი ხვდებოდნენ.

გამარჯვებულად შარიპოვის გამოცხადების შემდეგ უიტნიმ ბრაზისგან მუშტი მოიქნია და რომ არ ხედავდა, ისე რინგის გოგონას პირდაპირ სახეში ჩაარტყა.

Titan FC-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეფ არონსონის თქმით, გოგონა არ დაზიანებულა.

"ველაპარაკეთ ენდრიუ უიტნის და მის მენეჯერებს და მივიღეთ ზომები, რომ მსგავსი რამ მეორეჯერ არ განმეორდეს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული