სალომე ურუშაძემ აზიის პირველობაზე ხუთი მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
პირველ საფეხურზე სალომე ურუშაძე

სინგაპურმა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა აზიის ღია პირველობას უმასპინძლა.

შეჯიბრებაში 10 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ახალგაზრდები.

აზიელებს მეტოქეობას უწევდა 14 წლის სალომე ურუშაძე. თბილისელმა ტანმოვარჯიშემ თავის მე-5 საერთაშორისო ტურნირში ხუთი მედალი მოიხვეჭა.

19 მეტოქესთან პაექრობისას ჩვენებურმა მრავალჭიდში 48.552 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

სალომეს 4.322 ქულით მასპინძელმა ტონგ რაპ ნუნმა გაუსწრო, 45.849 ქულით მესამე ადგილი სინგაპურელ დან შუ იუნს ერგო.

ცალკეული საგნებით ვარჯიშში სალომე ურუშაძე ოთხჯერ ავიდა კვარცხლბეკზე: ლენტით (13.500 ქულა) პირველი იყო, რგოლით (11.850), ბურთითა (12.850) და
გურზებით (13.600) ვარჯიშში კი მეორე ადგილები დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული