განსაკუთრებით კარგად იასპარეზა ჩვენი ქვეყნის წლევანდელი ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორმა სალომე ურუშაძემ (იგი სახელოვანი მწვრთნელის - ნელი სალაძის შვილიშვილია, რომელსაც ინგა კიკვაძე ავარჯიშებს).
ახალგაზრდებს შორის მრავალჭიდში მან 38,0 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა. პირველ ადგილზე მარტინა პოპლინსკი (ისრაელი, 46.650 ) გავიდა, 36.550 ქულით მესამე იყო ვალერია ვინაჰრადავა (ბელორუსი), რომელმაც ნახევარი ქულით გაუსწრო რუს ეკატერინა სადოვნიკოვას.
ქართველმა ტანმოვარჯიშემ ცალკეული საგნებით ასპარეზობის დროსაც იყოჩაღა - ორი ვერცხლისა და ერთი
ბურთი. 1. მარტინა პოპლინსკი (14,72), 2. სალომე ურუშაძე (13,40), 3. ვალერია ვინაჰრადავა (12,85); გურზები. 1. პოპლინსკი (12,85), 2. ურუშაძე (12,65), 3. ვინაჰრადავა (12,60). რგოლი. 1. პოპლინსკი (14,75), 2. ანასტასია ტიხონოვა (რუსეთი, 13,90), 3. ურუშაძე (12,00).
უფროს ასაკში თამარ ჭანტურიძემ მრავალჭიდში 47.500 ქულას მოუყარა თავი, რაც მე-5 ადგილისთვის ეყო. სამაგიეროდ, მან გურზებით მოიპოვა ბრინჯაო (13,35).
პირველ-მეორე ადგილებზე, შესაბამისად, სლოვენიელი სპელა კრატოხვილი (14.85) და კორეელი ლიმ ჯინჰიუნი (13.40) გავიდნენ. მრავალჭიდშიც კრატოხვილმა (57.600) აჯობა ყველას. მისი თანამემამულე კარმენ პეტანი (50,500) მეორე ადგილს დასჯერდა, უკრაინელ დარია პეტროვას (48.350) ბრინჯაოს მედალი ერგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"