სინგაპურმა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა აზიის ღია პირველობას უმასპინძლა.
შეჯიბრებაში 10 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ახალგაზრდები.
აზიელებს მეტოქეობას უწევდა 14 წლის სალომე ურუშაძე. თბილისელმა ტანმოვარჯიშემ თავის მე-5 საერთაშორისო ტურნირში ხუთი მედალი მოიხვეჭა.
19 მეტოქესთან პაექრობისას ჩვენებურმა მრავალჭიდში 48.552 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
სალომეს 4.322 ქულით მასპინძელმა ტონგ რაპ ნუნმა გაუსწრო, 45.849 ქულით მესამე ადგილი სინგაპურელ დან შუ იუნს ერგო.
ცალკეული საგნებით ვარჯიშში სალომე ურუშაძე ოთხჯერ ავიდა კვარცხლბეკზე: ლენტით (13.500 ქულა) პირველი იყო, რგოლით (11.850), ბურთითა (12.850) და
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"