ქართველი ტანმოვარჯიშეები გერმანიის ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში ("პასტორელი ქაფ") 14 ქვეყნის 160-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ჯილდოები ოთხ ასაკობრივ ჯგუფში განაწილდა.

ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა სამ ასაკში მოსინჯეს ძალები. განსაკუთრებით, 15-წლიანებში სალომე ურუშაძემ (მწვრთნელი ინგა კიკვაძე) იყოჩაღა: მრავალჭიდში მან მე-2 ადგილი დაიკავა, სპეციალურმა ჟიურიმ კი ქართველი ქალიშვილი "მის პასტორელად" აღიარა.

11-წლიანებში მსგავსი ტიტულის მფლობელი გახდა ნინო კვაშილავა, რომელიც მრავალჭიდში მესამე იყო, მაგრამ უსაგნოდ ვარჯიშში პირველობა არავის დაუთმო.

ამავე ასაკში გამოდიოდა ელენე ერქვანია, რომელმაც უსაგნოდ ვარჯიშში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მრავალჭიდში მე-5 ადგილი ხვდა.

10-წლიანებში
საქართველოს დელეგაციას (ხელმძღვანელი - ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნელი სალაძე) ბრინჯაოს მედალი (მრავალჭიდი) ელისო ფხალაძემ მოუტანა. კვაშილავას, ერქვანიასა და ფხალაძეს მარინე მორბედაძე ავარჯიშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული