ბოლო მეტრებზე სლოვაკმა პეტერ საგანმა აშკარად ხელი უბიძგა ბრიტანელ მარკ კევენდიშს, რომელმაც ტრავმა მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ვეღარ შეძლებდა ფრანგულ ველომარათონში გამოსვლის გაგრძელებას.
რბოლის ორგანიზატორებმა გამოიძიეს მომხდარი და საგანს დისკვალიფიკაცია მისცეს, ასე რომ, სლოვაკისთვისაც წლევანდელი ტური ნაადრევად დასრულდა. პეტერმა გააპროტესტა ორგანიზატორების გადაწყვეტილება, მაგრამ დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა.