კონტადორმა ბრჭყალები გამოაჩინა

AutoSharing Option
ჯირო დ'იტალია მთებს მიუახლოვდა და მალე დაიწყება იტალიური სუპერმათონის მთავარი ფავორიტების ნამდვილი ბრძოლა. ამ მხრივ ერთგვარი რეპეტიცია იყო მერვე ეტაპი, რომელშიც თავისი ამბიციები გამოავლინა ესპანელმა სუპერვარსკვლავმა ალბერტო კონტადორმა.

წესით ამ ეტაპზე სპრინტერების ბრძოლა უნდა გვეხილა - ალესანდრო პეტაკისა და მარკ კევენდიშს უნდა გაერკვიათ ჯიროზე საუკეთესო სპრინტერის ვინაობა, მაგრამ საქმეში ჩაერია ბოლო მთა, რომელზეც ფინიში იყო დაგეგმილი.

მთის სპეციალისტებისგან იქ შეტევას არ ელოდნენ, მაგრამ მოულოდნელად წინ გაიჭრა "ფარნეზეს" 26 წლის ველომრბოლი ოსკარ გატო, რომელსაც მხოლოდ ალბერტო კონტადორი გამოედევნა. როგორც წესი, ესპანელი
ასეთ მთებში არ უტევს და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, მაგრამ ამჯერად მომავალი ეტაპების წინ მეტოქეებზე ფსიქოლოგიური შეტევის მიტანა გადაწყვიტა და გამოუვიდა კიდეც. მართალია, ეტაპის მოგება ვერ შეძლო, მაგრამ ესპანელმა დაამტკიცა, რომ კვლავაც კარგ ფორმაშია და ჯიროს მთავარ ფავორიტად რჩება.
VIII ეტაპი

1. ოსკარ გატო (იტა, "ფარნეზე") - 4:59.45; 2. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - იგივე დრო; 3. ალესანდრო პეტაკი (იტა, "ლამპრე") - +0.05; 4. ალექსანდრ კრისტოფი (ნორ, "ბიემსი") - იგივე დრო; 5. რობერტო ფერარი (იტა, "ანდრონი ჯოკატოლი"); 6. დავიდე პოლონიო (იტა, "სკაი") - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. პიტერ ვენინგი (ჰოლ, "რაბობანკი") - 28:09.49; 2. კონსტანტინ სივცოვი (ბლრ, "ჰაიროუდი") - +0.02; 3. მარკო პინოტი (იტა, "ჰაიროუდი") - +0.02; 4. კრისტოფ ლე მეველი (საფ, "საქსობანკი") - +0.05; 5. ალბერტო კონტადორი (იტა, "საქსობანკი") - +0.13; 6. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +0.14...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული