კონტადორი ტურს აგებს

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსზე მეორე ეტაპი დროზე გუნდური რბოლა იყო. ხშირად, ასეთ გუნდურ ეტაპებს სერიოზული კორექტივები შეაქვს საერთო ჩათვლაში, მაგრამ ამჯერად სერიოზული ჰანდიკაპის შექმნა რთული იქნებოდა, რადგან 23-კილომეტრიანი დისტანცია აბსოლუტურად სწორი იყო, ყოველგვარი მოსახვევებისა და ამაღლებების გარეშე. შესაბამისად, ასეთი სურათი მივიღეთ - პირველ ხუთ გუნდს შორის დროში სხვაობა მხოლოდ 5 (!) წამს შეადგენდა.

პროგნოზების მიხედვით პირველობა ამერიკულ "რედიოშეკს" უნდა მოეპოვებინა, მაგრამ იოჰან ბრუნელის გუნდმა, სავარაუდოდ, მოკლე დისტანციის გამო ვერ მოასწრო ტემპის აკრეფა, მეექვსე ადგილი დაიკავა და გამარჯვებულთან ათი წამი წააგო.

გამარჯვებული
კი მეორე ამერიკული საჯინიბო - "გარმინ-ჩერველო" გახდა, რომლის ლიდერმა ტორ ჰუშოვდმა მეორე ეტაპის შემდეგ ლიდერის ყვითელი მაისურა მოირგო.

სერიოზულ ჩავარდნას გადაურჩა "საქსო-ბანკი" და მისი ლიდერი ალბერტო კონტადორი. "გარმინთან" მათმა ჩამორჩენამ 28 წამი შეადგინა, თუმცა ტურის მოქმედი ჩემპიონი კონტადორი უკვე წუთსა და 42 წამს აგებს ჰუშოვდთან და წუთსა და 38 წამს მთავარ კონკურენტ ანდი შლეკთან, ასე რომ, ესპანელს მომავალ ეტაპებზე ძალიან გაუჭირდება ამ ჩამორჩენის გაბათილება.

რაც შეეხება შლეკის გუნდს "ლეოპარდ-ტრეკს", აქ ნაცნობი პრობლემა ვიხილეთ: ფაბიან კანჩელარამ თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა თანაგუნდელებს, მაგრამ ცნობილია, რომ ძმები შლეკები ინდივიდუალურ რბოლებში მოიკოჭლებენ, ამიტომაც კანჩელარას ტემპის დაგდება მოუწია.

II ეტაპი. 191 კმ
1. Garmin-Cervelo - 24,48; 2. BMC Racing Team - +0,04; 3. Team Sky - +0,04; 4. Leopard-Trek - +0,05; 5. HTC-Highroad - +0,05; 6. RadioShack - +0,10...

საერთო ჩათვლა
1. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - 5.06,25; 2. დევიდ მილარი (ბრიტ, GRM) - იგივე დრო; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,01; 4. ჯერენტ ტომასი (ბრიტ, SKY) - +0,04; 5. ლინუს გერდემანი (გერ, LEO) - იგივე დრო; 6. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 10. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 12. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო... 14. ტონი მარტინი (გერ, THR) - 0,05... 20. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - 0,10... 22. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - იგივე დრო... 47. ივან ბასო (იტა, LIQ) - +0,57... 52. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +1,04... 75. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +1,42... 92. რომან კროიციგერი (ჩეხ, AST) - +2,21... 104. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +2,36...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული