კევენდიშმა ანგარიში გახსნა

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსის მეხუთე ეტაპი ტიპიური სპრინტერული გარჩევა უნდა ყოფილიყო და პრინციპში, ასეც მოხდა, თუმცა საერთო ჯამში, 164-კილომეტრიანი დისტანცია ძალიან რთული გადასალახი აღმოჩნდა.

ძალიან ბევრი იყო რბოლის მსვლელობისას ავარიები. ერთ-ერთი ასეთი წაქცევის დროს დაზარალდნენ ჰოლანდიელი რობერტ გესინკი და სლოვენიელი იანეც ბრაიკოვიჩი. სამწუხაროდ, ბრაიკო ძალიან მტკივნეულად დაეცა და, როგორც ჩანს, ტვინის შერყევა მიიღო. სლოვენიელ ფავორიტი კარგა ხანი ცდილობდა ველოსიპედზე დაჯდომას, მაგრამ საბოლოოდ, პირდაპირ ტრასიდან წაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში. მისთვის ტური დასრულებულია.

მუდმივად არ უმართლება ამ დღეს ბრედლი ვიგინსს, მაგრამ მისმა გუნდმა საკუთარი
კაპიტნის მხარდასაჭერად უბრალოდ ბრწყინვალედ იმუშავა.
კვლავ დაეცა ალბერტო კონტადორი. ამჯერად "საქსო ბანკმა" უპრობლემოდ მიიყვანა თავისი ლიდერი პელოტონამდე, თუმცა ტურის მოქმედ ჩემპიონს აშკარად ნერვიულობა ეტყობოდა და განაწყენებულმა ველოსიპედიც კი მოისროლა ბუჩქებში.

კიდევ ერთი უიღბლო აღმოჩნდა ტომ ბოონენი, რომელიც ცუდად დაეცა ტრასაზე. მან და ანდი ენგელსმა ფინიშამდე 13-წუთიანი ჩამორჩენით მიაღწიეს.
როგორც ყოველთვის, გაქცევაც ვიხილეთ - ეს ჯგუფი შეადგინეს სამმა ფრანგმა - სებასტიან ტურგომ, ანტონი დელაპრასმა და ტრისტან ვალენტინმა, აგრეთვე ესპანელმა ხოსე ივან გუტიერესმა. მათი თავგადასავალი ძალიან მალე დასრულდა: გაქცეულებს ფინიშამდე 40 კილომეტრით ადრე დაწიენ.

შემდეგ გაიქცნენ ფრანგები - ყოველთვის აქტიური ჟერემი რუა და ტომას ფეკლერმა, მაგრამ მათ ათი კილომეტრი არ ეყოთ ტრიუმფამდე.
ბოლოს კი იყო სპრინტი, რომლის ფავორიტი, რა თქმა უნდა, მარკ კევენდიში გახლდათ, მაგრამ ბრძოლა ისეთი მარტივი არ ყოფილა, როგორც ექსპერტებმა ივარაუდეს. "ჰაიროუდმა" ბოლო სამი კილომეტრის განმავლობაში მაქსიმალურად კარგი პოზიცია შეუქმნა კევენდიშს, მაგრამ ბოლო მომენტში გააქტიურდა ფილიპ ჟილბერი. თუმცა კევენდიშმა თავისი სპრინტერული ძალის გამოყენებით მაინც უკან ჩამოიტოვა ბელგიელი და კარიერაში ტურ დე ფრანსის მე-15 ეტაპი მოიგო. ახლა მისი გაჩერება შეუძლებელი იქნება.

V ეტაპი. 164 კმ
1. მარკ კევენდიში (ბრიტ, THR) - 3.38,32; 2. ფილიპ ჟილბერი (ბელ, OLO) - იგივე დრო; 3. ხოსე ხოაკინ როხასი (ესპ, MOV) - იგივე დრო; 4. ტონი გალოპენი (საფ, COF) - იგივე დრო; 5. ჯერენტ ტომასი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო; 6. ანდრე გრაიპელი (გერ, OLO) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - 17.36,57; 2. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,01; 3. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +0,04; 4. დევიდ მილარი (ბრიტ, GRM) - +0,08; 5. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - +0,10; 6. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო... 9. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +0,12; 11. ტონი მარტინი (გერ, THR) - +0,13... 15. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +0,18... 18. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, AST) - +0,32; 23. ივან ბასო (იტა, LIQ) - +1,03... 26. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +1,12; 41. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +1,42... 55. რომან კროიციგერი (ჩეხ, AST) - +2,29... 57. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +2,36...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული