უცნაური ფინიში

AutoSharing Option
გუნდური რბოლის შემდეგ "ვუელტაზე" მეორე ეტაპი გაიმართა, სადაც ორი უძლიერესი სპრინტერის - მარკ კევენდიშისა და ტაილერ ფარარის დუელს ელოდნენ, მაგრამ გამარჯვებული 26 წლის ავსტრალიელი კრისტოფერ სატონი გახდა.

სწორ მონაკვეთზე მსგავსი ეტაპები, როგორც წესი, ერთნაირი სცენარით ვითარდება. თავიდან ველომრბოლთა გარკვეული ჯგუფი პელოტონს გაურბის და მარტო აგრძელებს რბოლას. თუმცა ასეთი გაქცევები ხშირად უშედეგოდ მთავრდება, რადგან ძირითადი ჯგუფი ეწევა ლიდერებს და ყველაფერი საფინიშო სპურტისას ირკვევა.

ამჯერადაც ასე მოხდა. ბოლო გაქცეული, რომელსაც პელოტონი დაეწია, ადამ ჰანსენი იყო. ეს ფინიშამდე დაახლოებით 30 კილომეტრით ადრე მოხდა.
სულ მალე სპრინტერული გარჩევებიც გაიწყო. წინ გავიდა "ჰაიროუდი", რომელსაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მისი ლიდერისთვის - მარკ კევენდიშისთვის გამარჯვება მოეტანა. მაგრამ ამერიკულმა გუნდმა იჩქარა, რადგან ფინიშამდე კიდევ 15 კილომეტრი რჩებოდა.

მოკლედ, "ჰაიროუდი" ტაქტიკურად შეცდა, გარდა ამისა, ფინიშზე ოდნავი აღმართი იყო და ფავორიტებმა ეს ვერ გაითვალისწინეს. საბოლოოდ, ორი ველომრბოლი გამოეყო მთავარ ჯგუფს - კრისტოფერ სატონი და ვისენტე რეინესი, რომლებმაც ერთმანეთში პირველობა გაითამაშეს. ავსტრალიელი ტრეკის ყოფილი ველომრბოლია და ძველი თვისებების წყალობით კარიერაში პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა.

ამასობაში კი ლიდერის წითელი მაისურა დანიელე ბენატიმ მოიპოვა, რომელმაც მეექვსე ადგილზე გასვლისთვის საბონუსო ქულები მოიპოვა და ამის ხარჯზე გაუსწრო იაკობ ფუგლსანგს.

II ეტაპი
1. კრისტოფერ სატონი (ავსტრა, "სქაი") - 4:11.41; 2. ვისენტე რეინესი (ესპ, "ლოტო") - იგივე დრო; 3. მარსელ კიტერი (გერ, "სკილი") - იგივე დრო; 4. ტაილერ ფარარი (აშშ, "გარმინი") - იგივე დრო; 5. მატი ბრეშელი (დან, "რაბობანკი") - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. დანიელე ბენატი (იტა, "ლეოპარდი") - 4:28.11; 2. იაკობ ფუგლსანგი (დან, "ლეოპარდი") - იგივე დრო; 3. პეტერ საგანი (სლოვაკ, "ლიკვიგასი") - +0.04; 4. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - იგივე დრო; 5. ვალერიო ანიოლი (იტა, "ლიკვიგასი") - იგივე დრო; 6. ჯონ დეგენკოლბი (გერ, "ლიკვიგასი") - +0.09...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული