არასტაბილური ვუელტა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის გზებზე უკვე რამდენიმე სამთო ეტაპი გაიმართა, წლევანდელმა ვუელტამ ჯერჯერობით ვერ გაიჩინა სტაბილური ლიდერი. თითქმის ყოველი ეტაპის შემდეგ იცვლება წითელა მაისურის მფლობელი და გამონაკლისი არც მეათე ეტაპი ყოფილა, სადაც 47 კილომეტრზე დროზე განცალკევებითი რბოლა გაიმართა.

ყველა ელოდა, რომ Team Sky-ის ბრიტანელი წევრი ბრედლი უიგინსი საერთო ჩათვლის ახალი ლიდერი გახდებოდა. ბრედლიმ მართლაც მოიპოვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული უპირატესობა, მაგრამ წითელი მაისურა მის თანაგუნდელს კრისტოფერ ფლუმს ერგო.

ბევრს აინტერესებდა, როგორ დასრულდებოდა ეს ეტაპი, რადგან მას მსოფლიოს ჩემპიონატისწინა რეპეტიციად განიხილავდნენ. სტარტზე გავიდა
განცალკევებით რბოლაში პლანეტის პირველობის ყველა ფავორიტი - ტონი მარტინი, ბერტ გრაბში, ფაბიან კანჩელარა, ბრედლი უიგინსი.... მთავარი ფავორიტი, რა თქმა უნდა, კანჩელარაა, მაგრამ ამ სეზონში ის ცოტათი მოიკოჭლებს - მას ნამდვილად არ შეეფერება მეოთხე ადგილი, რომელიც ამ ეტაპზე დაიკავა.

დამაჯერებელი გამარჯვება კი ტონი მარტინმა მოიპოვა, რომლისთვისაც წელს ეს პირველი ტრიუმფი არ არის ასეთი ხასიათის რბოლებში: "ჰაიროუდის" წარმომადგენელმა მოიგო დროზე განცალკევებითი რბოლები ალგარვეს ტურზე, პარიზი-ნიცაზე, კრიტერიუმ დოფინეზე, ბასკეთის ტურზე და რაც მთავარია, ტურ დე ფრანსზე.

მეორე ადგილი კი სენსაციურად ბრიტანელმა კრისტოფერ ფრუმმა დაიკავა - მან მესამე ადგილზე გასულ უიგინსს 23 წამი მოუგო. რაც მთავარია, ფრუმი ამ ბრწყინვალე გამოსვლით გენერალური კლასიფიკაციის ახალი ლიდერი გახდა. ახლა ის 12 წამით უგებს იაკობ ფუგლსანგს, უიგინსი კი თანაგუნდელს 20 წამით ჩამორჩება. ისევ კი, საერთო ჩათვლაში სიმჭიდროვეა - პირველსა და მეექვსე ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 59 წამია.

X ეტაპი
1. ტონი მარტინი (გერმანია - HTC-Highroad) - 55:54; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0:59; 3. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - +1:22; 4. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია - Leopard-Trek) - +1:27; 5. ტეილორ ფინი (აშშ - BMC Racing Team) - +1:33; 6. იაკობ ფუგლსანგი (დანია, Leopard-Trek) - +1:37; 7. ტაიგო მაშადო (პორტუგალია - RadioShack) - +1:54; 8. იანეც ბრაიკოვიჩი (სლოვენია, RadioShack) - +1:56; 9. ლუის ლეონ სანჩესი (ესპანეთი - Rabobank) - +2:02; 10. მაქსიმ მონფორი (ბელგია - Leopard-Trek) - +2:06...

საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky); 2. იაკობ ფუგლსანგი (დანია, Leopard-Trek) - +0:12; 3. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0:20; 4. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas) - +0:31; 5. ფრედრიკ კესიაკოფი (შვედ, "ასტანა") - +0:34; 6. მაქსიმ მონფორი (ბელგია - Leopard-Trek) - +0:59...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული