მეფე ფაბიანი დაემხო

AutoSharing Option
კოპენჰაგენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პრესტიჟულ სახეობაში - დროზე განცალკევებით რბოლაში გათამაშდა ოქროს მედალი. გუშინდელი სტარტის წინ მთავარი კითხვა ასე ჟღერდა - ფაბიან კანჩელარა თუ ტონი მარტინი?

წინა წლებში კანჩელარა ფავორიტის რანგში ჩადიოდა პლანეტის პირველობაზე და მუდმივად გამარჯვებული გამოდიოდა, მაგრამ წელს შვეიცარიელს ფავორიტის სტატუსი აღარ ჰქონდა.

საქმე ისაა, რომ მარტინმა ამ სეზონში პრაქტიკულად ყველა ინდივიდუალური რბოლა მოიგო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო - ტურ ალგარვე, პარიზი-ნიცა, ბასკეთის ტური, კრიტერიუმ დოფინე, ტურ დე ფრანსი, ვუელტა... ზოგიერთში მან სწორედ კანჩელარა ჩამოიტოვა უკან.

ექსპერტების ფრთხილი ვარაუდი
გამართლდა - ფაბიანმა დათმო ჩემპიონის ტიტული. პირველივე საშუალედო ფინიშიდან დაიწყო მან გერმანელთან ჩამორჩენა, რომელმაც ბოლოს წუთი და 20 წამი შეადგინა. შვეიცარიელმა ვერცხლის მედალიც კი დაკარგა - ის ბრიტანელ ბრედლი უიგინსს ერგო.

26 წლის ტონი მარტინი კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ეს მისი ბრწყინვალე სეზონის ბრწყინვალე დასასრული იყო.

ამასთან, მარტინის ოქრო მეორეა ამ ჩემპიონატზე გერმანიისთვის. მანამდე ქალებს შორის განცალკევებითი რბოლა იუდიტ არნდტმა მოიგო.

განცალკევებითი რბოლა
კაცები
1. ტონი მარტინი (გერ) - 53:43.85; 2. ბრედლი უიგინსი (ბრიტ) - +1.15; 3. ფაბიან კანჩელარა (შვეიც) - +1.20; 4. ბერტ გრაბში (გერ) - +1.31; 5. ჯეკ ბობრიჯი (ავსტრა) - +2.13; 6. რიჩი პორტი (ავსტრა) - +2.29...

ქალები
1. იუდიტ არნდტი (გერ) - 37:07.38; 2. ლინდა მელანი ვილუმსენი (ზელ) - +0.21; 3. ემა პული (ბრიტ) - +0.24; 4. ტარა ვიტერი (კან) - +0.26; 5. კლარა ჰიუზი (კან) - +0.36; 6. ელეონორა ვან დიიკი (ჰოლ) - +0.38...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული