კევენდიშმა პარიზი-ტური წააგო

AutoSharing Option
ველოსპორტის სეზონი ტრადიციულად შემოდგომის სამი კლასიკური ერთდღიანი რბოლით სრულდება და ერთ-ერთი ასეთი რბოლა გასულ უქმეებზე საფრანგეთში გაიმართა, რომლის სახელწოდებაა პარიზი-ტური.

230-კილომეტრიან დისტანციაზე სერიოზული ამაღლებები არ არის და როგორც წესი, გამარჯვებული საფინიშო სპურტის მეშვეობით ირკვევა. ამიტომაც, ვიხილეთ პარიზი-ტურის განაცხადში მსოფლიოს საუკეთესო სპრინტერები, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი, ბრიტანელი მარკ კევენდიში.

არ დაირღვა კიდევ ერთი ტრადიცია - კერძოდ, ასეთი ტიპის რბოლებში ყოველთვის ცდილობენ გაქცევას ნაკლებად ცნობილი ველომრბოლები. ამჯერად პელოტონს შვიდკაციანი ჯგუფი გამოეყო, მაგრამ შეტევა უშედეგოდ დასრულდა - პელოტონი ფინიშამდე 65 კილომეტრით ადრე დაეწია
გაქცეულებს.

ფინიშის მოახლოებასთან ერთად ფავორიტების აქტიურობა დაიწყო. ყველაზე კარგი შეტევა ფრანგ არნო ჟერარს გამოუვიდა, რომელიც ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ პელოტონმა მისი დაწევაც მოახერხა, თუმცა ძირითად ჯგუფს დააგვიანდა იტალიელი მარკო მარკატოსა და ბელგიელი გრეგ ვან ავერმაეტის შეტევაზე რეაგირება და პირველობა სწორედ ამ ველომრბოლებმა გაითამაშეს.
ორი წამით უფრო სწრაფი ვან ავერმაეტი იყო, რომლისთვისაც ეს პირველი დიდი გამარჯვებაა კარიერაში.

პარიზი-ტური
1. გ. ვან ავერმაეტი (ბელ, BMC) - 5.21,43; 2. მ. მარკატო (იტა, VCD) - +0,2; 3. კ. კლოსტერგაარდი (დან, SBS) - +0,15; 4. ი. სტანარდი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო; 5. ლ. ბოდროგი (იტა, TT1) - იგივე დრო; 6. მ. დელაჟი (საფ, FDJ) - +0,22.. 8. ს. ო'გრეიდი (ავსტრა, LEO) - იგივე დრო... 19. რ. მაკიუვენი (ავსტრა, RSH) - +1,23... 20. ოსკარ ფრეირე (ესპ, RAB) - იგივე დრო... 27. ა. პეტაკი (იტა, LAM) - იგივე დრო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული