ლენდისი ჰაკერი ყოფილა

AutoSharing Option
სკანდალურად ცნობილ ამერიკელ ველომრბოლს ფლოიდ ლენდისს, შესაძლოა, წლინახევრით პატიმრობა მიუსაჯონ იმის გამო, რომ მან ფრანგული ანტისადოპინგო სააგენტოს ლაბორატორიების კომპიუტერებში შეაღწია.

ლენდისმა სახელი 2006 წელს გაითქვა, როცა ტურ დე ფრანსზე დოპინგის გამოყენებისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო. იმ წელს ამერიკელი ტურის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ტიტული ჩამოერთვა. მოგვიანებით ლენდისმა აღიარა, რომ მუდმივად იღებდა დოპინგს. მან ისიც გაამხილა, რომ ბევრი დაუსჯელი ველომრბოლი, მათ შორის ლეგენდარული ლენს არმსტრონგიც იყენებდა აკრძალულ პრეპარატს.

ხუთი წლის შემდეგ ლენდისი დაადანაშაულეს ანტისადოპინგო სააგენტოს კომპიუტერული ბაზის “გატეხვისთვის”. ასევე წელიწადნახევრით ციხეში შეიძლება მოხვდეს მისი
ყოფილი მწვრთნელი არნი ბეიკერი. პროკურატურის აზრით, ლენდისი და ბეიკერი ლაბორატორიიდან მოპარულ დოკუმენტებს უკანონოდ იყენებდნენ. თუმცა გამოძიებას არ აქვს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ სწორედ ისინი იდგნენ ლაბორატორიის კომპიუტერებში შეღწევის უკან.

როგორც საფრანგეთის ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტი პიერ ბორდრი ამბობს, კომპიუტერები 2006 წელს "გატეხეს", როცა ლენდისი ცდილობდა გაემართლებინა საკუთარ თავი ზედიზედ ჩაგდებული ორი ტესტის შემდეგ. ამერიკელმა მაინც ვერ დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა და ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. თავად ველორმრბოლმა კომპიუტერულ ბაზაში შეღწევის ბრალდება უარყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული