ანდი შლეკს ტიტული არ უხარია

AutoSharing Option
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ესპანელი ალბერტო კონტადორის ორწლიანმა დისკვალიფიკაციამ და მისთვის ტურ დე ფრანსის 2010 წლის ტიტულის ჩამორთმევას.

როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, 2010 წელს ფრანგული ველომარათონის გამარჯვებულად ლუქსემბურგელი ანდი შლეკი გამოცხადდება, თუმცა ეს უკანასკნელი არ მიიჩნევს თავს ტურ დე ფრანსის ნამდვილ გამარჯვებულად.

"სიხარულის საბაბი არ გამაჩნია. პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ ალბერტოს გამო. მე ყოველთვის მჯეროდა მისი უდანაშაულობის. ეს ძალიან ნაღვლიანი დღეა ველოსპორტისთვის. ერთადერთი პოზიტიური ახალი ამბავი ის არის, რომ თითქმის ორწლიანი გაუგებრობა დასრულდა და შეგვიძლია წინ ვიაროთ.

იმ რბოლაში მე ვებრძოდი
კონტადორს და წავაგე. ჩემი მიზანი - ტურ დე ფრანსის მოგებაა, მაგრამ მხოლოდ პატიოსან ბრძოლაში. მინდა საუკეთესო სპორტსმენი ვიყო და სასამართლოში მოპოვებული გამარჯვებები არ მაინტერსებს. თუ წელს შევძლებ საფრანგეთში გამარჯვებას, სწორედ მას მივიჩნეთ კარიერაში პირველ ტრიუმფად", - აღნიშნა შლეკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული