რუსეთმა იმედი დაკარგა

AutoSharing Option
რუსეთში ბოლო დროს დღე არ გავა, რომ ახალი დოპინგსკანდალი არ აგორდეს. ცოტა ხნის წინ ორიდან ათ წლამდე დისკვალიფიკაცია მიიღო ოთხმა ძალოსანმა. ახლა კი სპორტის ამ სახეობასა და სამთო თხილამურებში აკრძალული პრეპარატების გამოყენების ახალი ფაქტები დაფიქსირდა.

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ ექვსი სპორტსმენის სინჯში აღმოაჩინა აკრძალული სუბსტანციები და ისინი დროებით ჩამოაშორა შეკრებებსა და ტურნირებს.

ამ სიაშია ერთი ძალოსანი, ერთი სამთო მოთხილამურე და პაუერლიფტინგის ოთხი წარმომადგენელი.

* * *

კიდევ უფრო დიდი სკანდალი გამოიწვია მორიგმა შემთხვევამ, რადგან დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს რუსი ველომრბოლი დენის გალიმზიანოვი,
რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი იმედი იყო.

პროფესიული ველოსაჯინიბოს - "კატიუშას" წევრი დროებით ჩამოშორებულია ოფიციალურ სტარტებს, მათ შორის, წლევანდელ ზაფხულის თამაშებს. გალიმზიანოვის სისხლში საყოველთაოდ ცნობილი და გავრცელებული პრეპარატის - ერითროპოეტინის კვალი აღმოაჩინეს.

დოპინგტესტი 22 მარტს გერმანიის ქალაქ კიოლნში WADA-ს (მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო) ლიცენზიის მქონე ლაბორატორიაში ჩაატარეს. ერითროპოეტინი ხელს უწყობს სისხლის უჯრედების ზრდასა და სპორტსმენის ორგანიზმის სწრაფად აღდგენას.

25 წლის დენის გალიმზიანოვმა პროფესიული კარიერა 2008 წელს დაიწყო. ყველაზე დიდ წარმატებას კი 2011 წელს მიაღწია, როცა პარიზი-ბრიუსელის მრავალდღიანი რბოლა მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული