ტურ დე ფრანსზე ყველაფერი გარკვეულია - ალეხანდრო ვალვერდე

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსის მე-17 ეტაპის შემდეგ, პრაქტიკულად გაირკვა წლევანდელი ველომარათონის გამარჯვებული. ეს იყო ორკვირიანი რბოლის ბოლო სამთო ეტაპი, შესაბამისად, ბოლო შანსი იმისა, რომ გენერალური კლასიფიკაციის ფავორიტებს გარდატეხა შეეტანათ საერთო ჩათვლაში გამარჯვებისთვის ბრძოლაში.

ეტაპის სიგრძე მხოლოდ 143 კილომეტრი იყო და ამ მოკლე დისტანციამ ორი უმაღლესი კატეგორიის მთა დაიტია, თანაც ველომრბოლებს
სამთო ფინიში ელოდათ.

გენერალური კლასიფიკაციის ლიდერის - ბრედლი უიგინსის მთავარმა კონკურენტმა ვინჩენცო ნიბალიმ ნაადრევად დანებება არ ისურვა და ეტაპის საკმაოდ ადრეულ მონაკვეთზე ხელში აიღო ხელში ინიციატივა.

ნიბალის გუნდს - "ლიკვიგასს" თითქმის
მთელი ეტაპი მიჰყავდა პელოტონი, მაგრამ გაქცევა მაინც ვერ შეძლო. ამ საჯინიბოს წევრებმა ვერც ეტაპის გამარჯვებაზე გამოაცხადეს პრეტენზია, რადგან ბრწყინვალედ გამოვიდა ცნობილი ესპანელი ალეხანდრო ვალვერდე.

თავდაპირველად ის სოლიდურ ჯგუფთან ერთად გაიქცა, შემდეგ ის და მისი თანაგუნდელი რუი კოშტა ლიდერთა ჯგუფს გაექცნენ, ბოლო კი ესპანელმა მარტომ გადაწყვიტა ბოლო მთის დალაშქვრა და ეს გამოუვიდა - მან ამ ეტაპზე ლამაზი და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღნინიშნოს, რომ ვალვერდეს ტრიუმფი შეიძლება არც შემდგარიყო, რომ არა “თიმ სქაის” მიერ არჩეული გუნდური ტაქტიკა. ის, რაც ბოლო აღმართზე ხდებოდა, უცნაურად და სასაცილოდ მოჩანდა. გენერალური კლასიფიკაციის ლიდერები - ბრედლი უიგინსი და კრისტოფერ ფრუმი ერთად მუშაობდნენ და ნელ-ნელა ეწეოდნენ ვალვრედეს.

სწორედ ამ დროს, უიგინსს გაუჭირდა ტემპის შენარჩუნება, მისი მეწყვილე ფრუმი კი ბრწყინვლედ მიდიოდა და აშკარად ჩანდა, რომ შეეძლო ვალვერდეს დაწევა და ეტაპზე გამარჯვებითვის ბრძოლა.

მაგრამ, ფრუმი ორჯერ თითქმის გაჩერდა იმის გამო, რომ საერთო ჩათვლის ლიდერს დალოდებოდა და ის ფინიშამდე მიეყვანა. ასეც მოხდა, ბრიტანელებმა ერთად გადაკვეთეს ფინიშის ხაზი. ნიბალიმ მათთან დაახლოებით 20 წამი წააგო.

შეიძლება ითქვას, რომ ტურ დე ფრანსის პოდიუმი საბოლოოდ ჩამოყალიბდა: პირველი იქნება უიგინსი, მეორე - ფრუმი, მესამე - ნიბალი. ტურის დასრულებამდე სამი ეტაპი დარჩა, თუმცა ეს სტარტები გენერალურ კლასიფიკაციაში ბევრს არაფერს შეცვლის.

XVII ეტაპი
1. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი - Movistar); 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0,19; 3. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - იგივე დრო; 4. ტიბო პინო (საფრანგეთი - FDJ) - +0,22; 5. პიერ როლანი (საფრანგეთი - Europcar) - +0,26; 6. იურგენ ვან დერ ბრეკი (ბელგია - Lotto-Belisol) - იგივე დრო; 7. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +0,37; 8. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ - BMC Racing Team) - +0,54; 9. კრისტოფერ ჰორნერი (აშშ - RadioShack-Nissan) - +1,02; 10. დანიელ მარტინი (ირლანდია - Garmin-Sharp) - +1,11...

საერთო ჩათვლა
1. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky); 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +2,05; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +2,41; 4. იურგენ ვან დერ ბრეკი (ბელგია - Lotto-Belisol) - +5,53; 5. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ - BMC Racing Team) - +8,30; 6. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +9,57; 7. აიმარ სუბელდია (ესპანეთი - RadioShack-Nissan) - +10,11; 8. პიერ როლანი (საფრანგეთი - Europcar) - +10,17; 9. იანეც ბრაიკოვიჩი (სლოვენია - ასტანა) - +11,00; 10. ტიბო პინო (საფრანგეთი - FDJ) - +11,46...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტურ დე ფრანსზე რატომ არაფერს წერთ?
alex
23:22 25-07-2012
0
ტურ დე ფრანსზე მოგვაწოდეთ ინფორმაცია.
0

სიახლეები პოპულარული