კრისტინ არმსტრონგის დუბლი

AutoSharing Option
1 აგვისტოს ქალებსაც ჰქონდათ დროზე განცალკევებით რბოლა. რა თქმა უნდა, მამაკაცების შეჯიბრი უფრო მეტ ყურადღებას იქცევდა, მაგრამ ინტრიგა არც ქალების რბოლას აკლდა.

აქ ყველა ელოდა პეკინის ოლიმპიური ჩემპიონის, ამერიკელი კრისტინ არმსტრონგისა და გერმანელი იუდიტ არნდტის დუელს.

ამ ველომრბოლელთა ბოლო დაპირისპირება მსოფლიოს ჩემპიონატზე არნდტმა მოიგო, მაგრამ გუშინდელი ტრასა საკმაოდ სწორი რელიეფისა იყო, რაც გერმანელს ხელს არ აძლევდა და უფრო არმსტრონგს აწყობდა.

ყველა ფავორიტმა ვერ შეძლო ღირსეულად გამოსვლა. მაგალითად, ლონდონში ჯგუფური რბოლის ჩემპიონი, ჰოლანდიელი მარიან ფოსი ბოლოდან მესამე გავიდა სტარტზე, მაგრამ იმდენად
სუსტად გამოიყურებოდა, რომ მას არნდტიც დაეწია და არმსტრონგიც, რომლებმაც მოგვიანებით აიღეს სტარტი.

ლონდონში მეორე ბრინჯაო მოიგო რუსმა ოლგა ზაბელინსკაიამ. ასე რომ, ველორბოლაში მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, ცნობილ სერგეი სუხორუჩენკოვს შეუძლია იამაყოს თავისი ქალიშვილით.

რაც შეეხება ოქროსთვის ბრძოლას, ის, პრაქტიკულად, არ ყოფილა, რადგან კრისტინ არმსტრონგმა 15 წამზე მეტი მოუგო იუდიტ არნდტს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა ქალთა ველორბოლაში გერმანიას ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედალი მოუტანა.

ქალები
დროზე განცალკევებით რბოლა
1. კრისტინ არმსტრონგი (აშშ) 37:34.82
2. იუდიტ არნდტი (გერ) 37:50.29
3. ოლგა ზაბელინსკაია (რუს) 37:57.35
4. ლინდა ვილმუსენი (ზელ) 37:59.18
5. კლარა ჰიუზი (კან) 38:28.96
6. ემა პოლი (ბრიტ) 38:37.70

კაცები
დროზე განცალკევებით რბოლა
1. ბრედლი უიგინსი (ბრიტ) 50:39.54
2. ტონი მარტინი (გერ) 51:21.54
3. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ) 51:47.87
4. ტეილორ ფინი (აშშ) 52:38.07
5. მარკო პინოტი (იტა) 52:49.28
6. მაიკლ როჯერსი (ავსტრა) 52:51.39

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული