ბრიტანელების ჰეთ-თრიკი არ შედგა

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში ვივარაუდეთ, რომ ველოტრეკის ტურნირის ბოლო დღეს ბრიტანელები სამი ოქროთი დაასრულებდნენ ლონდონში თავიანთ გამოსვლას, მაგრამ ერთით შევცდით. ქალთა სპრინტში ვერ გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი 31 წლის ვიქტორია პენდლტონმა. მან დრამატულ ფინალში წააგო ავსტრალიელ ანა მირსთან.

პირველი ცდა ბრიტანელმა მოიგო, მაგრამ მსაჯებმა დაადგინეს, რომ ბრიტანელმა გზა გადაუჭრა მეტოქეს და ამის გამო მოგება მირსს ჩაუთვალეს. მეორე ცდაზე კი პენდლტონს თითქმის არ უბრძოლია და სპრინტში ოქრო ჩააბარა ავსტრალიელ ველომრბოლელს.

სამაგიეროდ, დღის დანარჩენ ორ ფინალში ადგილობრივმა სპორტსმენებმა იმარჯვეს. 36 წლის კრის ჰოი ექვსგზის ჩემპიონი
გახდა.

მან კეირინში მოიპოვა მორიგი ოქრო, თუმცა იყო საფრთხე, რომ ამ დისციპლინაში არ შედგებოდა ბრიტანული ტრიუმფი. ჰოიმ ადრე წამოიწყო შეტევა, რაც შეცდომა იყო. კრისს ბოლო მოსახვევის წინ გერმანელმა მაქსიმილიან ლევიმ გაუსწრო.

ასეთ დროს კონტრშეტევა ძალიან რთულია და თითქოს ბრიტანელს წაგებული ჰქონდა საფინიშო სპურტი, მაგრამ ჰოიმ სასწაული ჩაიდინა, ისევ დაიბრუნა ლიდერობა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

დაბოლოს, ჰოის მსგავსად, ამ ოლიმპიადაზე ორი ოქრო მოიპოვა 20 წლის ლაურა ტროტმა. ომნიუმის მეექვსე სახეობაში - დროზე გამოდევნებით რბოლაში მას ამერიკელი სარა ჰამერის დამარცხება სჭირდებოდა და მიზანს მიაღწია.

საერთო ჯამში, ლონდონის ველოტრეკზე მედლების 10 კომპლექტი გათამაშდა და ბრიტანელებმა შვიდი ოქროს მედალი მოიპოვეს.

კაცები
კეირინი
1. კრის ჰოი (ბრი)
2. მაქსიმილიან ლევი (გერ)
3. საიმონ ვან ველტჰოვენი (ზელ)
3. ტეუნ მიულდერი (ჰოლ)
5. შეინ პერკინსი (ავსტრა)
6. აზიზულჰასნი ავანგი (მალ)

ქალები
ომნიუმი
1. ლაურა ტროტი (ბრიტ) 18
2. სარა ჰამერი (აშშ) 19
3. ანეტ ედმონდსონი (ავსტრა) 24
4. ტარა ვიტენი (კან) 37
5. ჯოლიენ დ'ორი (ბელ) 45
6. კირსტენ უაილდი (ჰოლ) 50

სპრინტი
მე-3 ადგილისთვის
შუან გუო (ჩინ)-კრისტინა ფოგელი (გერ) 2:0.

ფინალი
ანა მირსი (ავსტრა)-ვიქტორია პენდლტონი (ბრიტ) 2:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული