ოლიმპიური ჩემპიონი... ქეიფში

AutoSharing Option
რამდენიმე ინგლისურმა გაზეთმა 8 აგვისტოს დაბეჭდა ბელგიელი ველომრბოლელის, გიის ვან ჰეკეს ფოტოები.

სპორტსმენი ამ სურათებზე ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების დროს არის აღბეჭდილი. ფოტოებს თან ერთვის გაზეთების ირონიური მინაწერები. მაგალითად, "დეილი მირორმა" ბელგიელს წვეულებებისა და საღამოების ოლიმპიური ჩემპიონი უწოდა.

ფოტოზე ჩანს, რომ გიის ვან ჰეკე თითქმის უგონო მდგომარეობაშია და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

როგორც ჩანს, მან სწორედ ასეთი ხერხით გადაწყვიტა ოლიმპიადაზე თავისი გამოსვლის აღნიშვნა. ბელგიელი ველოტრეკზე ომნიუმში გამოდიოდა და მე-15 ადგილი დაიკავა.

ბელგიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამოაცხადეს, რომ ვან ჰეკე დღეს დატოვებს
ლონდონს და სამშობლოში გაემგზავრება.

ამასთან, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა აღნიშნეს, რომ სპორტსმენმა ბოდიში მოიხადა თავისი საქციელის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული