ვიქტორ კაბედო ვარჯიშის დროს ტრაგიკულად დაიღუპა

AutoSharing Option
ესპანური ველოსაჯინიბო "ეუსკალტელის" წევრი ვიქტორ კაბედო 19 სექტემბერს, ვარჯიშის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

23 წლის ესპანელი ველომრბოლელი სატვირთო მანქანას დაეჯახა და თხრილში ჩავარდა. ინციდენტი ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ონდას პროვინციაში მოხდა, ახალგაზრდა სპორტსმენის სახლიდან ორი კილომეტრის მოშორებით.

"ვიქტორ კაბედოს სიკვდილის მიზეზი ავტომობილთან შეჯახება იყო", - განაცხადა "ეუსკალტელის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კაბედო პროფესიულ ტურნირებში 2011 წლიდან გამოდიოდა, წელს კი დებიუტი ჰქონდა ჯირო დ'იტალიაზე, სადაც გენერალურ კლასიფიკაციაში 129-ე ადგილი დაიკავა.

როგორც ესპანური პრესა აღნიშნავს, კაბედო იმედისმომცემი მრბოლელი იყო, სწრაფად პროგრესირებდა და რეიტინგში ზემოთ მიიწევდა.

ესპანელის ბოლო
რბოლა "ბრიტანეთის ტური" იყო, რომელიც მან მეორე ეტაპიდან მიატოვა ავადმყოფობის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული