უიგინსი ლანკაშირის საგრაფოში, საკუთარ სახლთან ახლოს ველოსიპედით მოძრაობდა, როცა მას ბენზინგასამართი სადგურიდან გამოსული ავტომობილი - Vauxhall Astra დაეჯახა, რომელსაც ადგილობრივი ქალი მძღოლი მართავდა.
პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, ტრავმები, რომელიც ველომრბოლელმა მიიღო, სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უფრო დეტალური ცნობების მიწოდებისგან თავი შეიკავეს.
თავის მხრივ, ჟურნალისტებმა თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ უიგინსმა, სავარაუდოდ, რამდენიმე
2012 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც ლონდონის ოლიმპიადის მსვლელობისას ერთ-ერთი ველომრბოლელი მანქანის საბურავების ქვეშ მოყვა და დაიღუპა, უიგინსმა მძღოლებს, ველომოყვარულებსა და ფეხით მოსიარულეებს მოუწოდა, რომ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ. გარდა ამისა, ის მაშინ გამოვიდა წინადადებით, რომ ყველა ველომრბოლელისთვის სავალდებულო უნდა იყოს ჩაფხუტის ტარება.
ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ 8 ნოემბერს მომხდარ ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე, უიგინსმა გაიპარსა თავისი ბედნიერი ბაკენბარდები, რომლებმაც, თავად ველომრბოლელის თქმით, დიდი როლი ითამაშეს მის წარმატებაში.
ბრედლი უიგინსი, რომელიც "თიმ სქაის" წევრია, 2012 წელს გახდა პირველი ბრიტანელი ველომრბოლელი, რომელმაც ტურ დე ფრანსის მოგება შეძლო. ის აგრეთვე გახლავთ ოთხგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"