"კატიუშას" ლიცენზიაზე უარის თქმის მიზეზი აუხსნეს

AutoSharing Option
ველორბოლათა საერთაშორისო ასოციაციამ (UCI) 2013 წლისთვის ლიცენზიის გარეშე დატოვა რუსული ველოსაჯინიბო "კატიუშა".

19 დეკემბერს UCI-მ ახსნა ამ სკანდალური გადაწყვეტილების მიზეზი.

"პირველი მიზეზი ის არის, რომ 2009-12 წლებში გუნდში დოპინგის გამოყენების ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, - განაცხადა "კატიუშას" გენერალურმა მენეჯერმა ვიაჩესლავ ეკიმოვმა. - მეორე მიზეზი: გუნდი არასაკმარის ყურადღებას უთმობდა დოპინგ-კონტროლს. მესამე - ფინანსური საკითხი".

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, "კატიუშას" პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ 2013 წლისთვის მაინც გაიმართება გუნდის პრეზენტაცია.

შეგახსენებთ, რომ ლიცენზიის გარეშე გუნდს არ აქვს გრანდ-ტურებში მონაწილეობის უფლება. ულიცენზიოდ რუსები რბოლებში იმ შემთხვევაში
მიიღებენ მონაწილეობას, თუ პირადი მიწვევა ექნებათ ორგანიზატორებისგან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული