აღიარე, ლენს!

AutoSharing Option
ამერიკელი ველომრბოლელი ლენს არმსტრონგი, რომელსაც დოპინგის გამოყენების გამო ტურ დე ფრანსის შვიდი ტიტული ჩამოართვეს, 250 ათას დოლარს სთავაზობდა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს, - ამ სკანდალურ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

არმსტრონგი ამ თანხას 2004 წელს შემოწირულობის სახით სთავაზობდა, მაგრამ ანტისადოპინგო სააგენტომ უარი თქვა ფულის მიღებაზე.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ ტრევის ტაიგარტმა განაცხადა, რომ გაოგნებული დარჩა სპორტსმენის ამგვარი შემოთავაზებით.

ტაიგარტმა ლენსი, მისი ექიმები, მწვრთნელები და პარტნიორები მაფიას შეადარა.

სწორედ ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტომ გამოაქვეყნა 2012 წლის შემოდგომაზე დაწვრილებითი ანგარიში, რომელშიც მოყვანილი იყო უამრავი დამამტკიცებელი
საბუთი იმისა, რომ არმსტრონგი არა მხოლოდ თავად იღებდა დოპინგს, არამედ სხვა ველომრბოლელებსაც აიძულებდა აკრძალული პრეპარატების მიღებას.

დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ არმსტრონგს ყველა ტიტული ჩამოართვეს.

ლენსი ყოველთვის უარყოფდა დოპინგის გამოყენების ფაქტს, მაგრამ ახლა ყველა ელოდება ამერიკელი ველომრბოლელის მხრიდან ძველი ცოდვების აღიარებას. ეს უნდა მოხდეს 17 იანვარს, როცა არმსტრონგი სტუმრად მივა ოპრა უინფრის გადაცემაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისში ლენს არმსტრონგის ფიგურას დაწვავენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული