მორიგი კომპრომატი ლენს არმსტრონგის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტო ახალახალ კომპრომატებს აქვეყნებს სკანდალურად ცნობილი ამერიკელი ველომრბოლის ლენს არმსტრონგის წინააღმდეგ.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევის ტაიგარტმა ჟურნალისტებს მოუყვა იმის შესახებ, რომ 2002 წელს, ლოზანაში მდებარე ლაბორატორიის შეფმა მარტიას სოჟიმ დეტალურად აუხსნა არმსტრონგს, თუ როგორ მუშაობს ტესტი ერითროპოეტინზე.

"2010 წელს, სოჟი გამომელაპარაკა და ასეთი რამ მითხრა:

"ტრევის, ჩვენ გვაქვს არმსტრონგის ძველი დოპინგ-სინჯი 2001 წლის შვეიცარიის ტურიდან, რომელიც აჩვენებს, რომ ის ერითროპოეტინს იყენებდა". მან აგრეთვე მითხრა, რომ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირის მითითებით, ის შეხვდა არმსტრონგსა და იოჰან ბრიუნელს, რათა
აეხსნა მათთვის, თუ როგორ მუშაობს ტესტი ერითროპოეტინის გამოსავლენად.

მე მას ვკითხე: "შენ მოუყევი არმსტრონგსა და ბრიუნელს იმის შესახებ, როგორ აუარონ გვერდი ერითროპოეტინის ტესტს?" სოჟიმ ტესტის შესახებ მხოლოდ ამ ორ ადამიანს მოუყვა. რამდენადაც ვიცი, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ეს არასწორი საქციელია – შეხვდე სპორტსმენს, რომელიც დოპინგის მიღებაშია ეჭვმიტანილი და აუხსნა მას დოპინგ-ტესტის მოწყობილობა", - ამბობს ტაიგარტი "ლე მონდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აღიარე, ლენს!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული