ლენს არმსტრონგმა დოპინგი აღიარა

AutoSharing Option
ამერიკელმა ველომრბოლელმა ლენს არმსტრონგმა ამერიკელ ტელეწამყვანთან, ოპრა უინფრისთან ინტერვიუში აღიარა დოპინგის გამოყენება. ამის შესახებ წერს სააგენტო AP საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

ინტერვიუ 14 იანვარს, არმსტრონგის მშობლიურ ქალაქ ოსტინში ჩაიწერა. უინფრიმ თავის “ტვიტერზე” დაწერა, რომ საუბარი ორსაათნახევარზე მეტხანს გრძელდებოდა.

არმსტრონგთან ინტერვიუს ჩანაწერი 17 იანვარს გავა ეთერში. ორივე მხარემ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კონფიდენციალურობის შესახებ. ამიტომაც ველომრბოლელის აღიარების დეტალები მხოლოდ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გახდება ცნობილი.

ინტერვიუმდე რამდენიმე საათით ადრე კი სკანდალურად ცნობილმა ველომრბოლელმა პირველად მოიხა
და ბოდიში იმის გამო, რომ მთელი კარიერა დოპინგს იყენებდა და ამის წყალობით მოიგო შვიდჯერ ტურ დე ფრანსი.

ლენსი ეწვია მის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს, რომელსაც “ლაივსტრონგი” ჰქვია და ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მის გარშემო აგორებულმა სკანდალმა საფრთხის წინაშე დააყენა საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაობა და ბევრი უსიამოვნება მოუტანა ფონდის თანამშრომლებს.

ველომრბოლელი პირობას იძლევა, რომ აღადგენს “ლაივსტრონგის” რეპუტაციას და ფონდის თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შეხვედრის დროს არმსტრონგს ერთხელაც არ უთქვამს, რომ დოპინგის მომხმარებელი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მორიგი კომპრომატი ლენს არმსტრონგის წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული