ამ ორი სარჩელიდან ერთ-ერთში ლენსს ბრალს სდებს ნიუ იორკის მოქალაქე რობერტ მარტინი. ის ველომრბოლელს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მარტინს მიაჩნია, რომ არმსტრონგი იტყუებოდა მაშინ, როცა FRS-ის ენერგეტიკული სასმლის რეკლამას აკეთებდა.
FRS-ის სარეკლამო კამპანიის მსვლელობისას არმსტრონგი აცხადებდა, რომ ამ სასმლის წყალობით იგებდა რბოლებს. სარჩელში წერია, რომ სინამდვილეში ველომრბოლელის ყველა წარმატება აკრძალული
მეორე სარჩელი შედგენილია ტექსასში. არმსტრონგს უპირისპირდება სადაზღვევო კომპანია, რომელსაც სპორტსმენისგან 3 მილიონი დოლარის დაბრუნება სურს, რომელიც ლენსმა ტურ დე ფრანსზე გამარჯვებების შედეგად მიიღო. კომპანიის აზრით, მან ტიტულები მოტყუების გზით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ არმსტრონგმა რამდენიმე სარჩელი უფრო ადრე მიიღო, მაგალითად, აშშ-ის მთავრობისგან. გარდა ამისა, მასთან სასამართლო გარჩევა აქვს ყოფილ თანაგუნდელს ფლოიდ ლენდისს, რომელიც ასევე გამოიჭირეს დოპინგის მიღებაში.
კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა – არმსტრონგმა შეიძლება დაკარგოს საპატიო ლეგიონის ორდენის მედალი. ლენსმა ეს ჯილდო 2005 წელს მიიღო, როცა მეშვიდედ გაიმარჯვა ტურ დე ფრანსზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგს მთავრობაც მისდგა