ლეგენდამ ველოსპორტიდან წასვლა გადაწყვიტა

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრიტანელი ველომრბოლელი, ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი სერ კრის ჰოი დიდი სპორტიდან მიდის. ხუთშაბათს ჰოი მშობლიურ ედინბურგში სპეციალურ პრესკონფერენციას მოიწვევს და იქ ოფიციალურად გამოაცხადებს კარიერის დასრულების შესახებ.

შარშან, ლონდონის ოლიმპიადაზე, ჰოიმ ოქროს მედლები მოიპოვა სპრინტსა და კეირინში, რითაც ოლიმპიადებზე თავისი გამარჯვებათა რიცხვი ექვსამდე აიყვანა. ზაფხულის თამაშების დასრულების შემდეგ ჰოის მომავალი პერსპექტივები გაურკვეველი იყო. ვარაუდობდნენ, რომ ველომრბოლელი 2014 წელს თანამეგობრობის თამაშებზე გამოვიდოდა, რომელიც შოტლანდიაში, მისი სახელობის ტრეკზე უნდა გაიმართოს, მაგრამ იმ მომენტისთვის სპორტსმენი 38 წლის იქნება. როგორც ჩანს, კრისმა რისკზე წასვლა არ
მოისურვა.

სხვადასხვა დისციპლინაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, თუ რას გააკეთებს დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ. უახლოეს პერიოდში ჰოი საკუთარ კომპანიას შექმნის და ველოსიპედების წარმოებას დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული