ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, მარშრუტის შედგენისას 32-კილომეტრიანი რბოლა საიუბილეო ტურ დე ფრანსის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაწილი უნდა გამხდარიყო. ამიტომაც ველომარათონამდე რამდენიმე თვით ადრე ველომრბოლელები მონდომებით სწავლობდნენ ტრასას, რომელიც მოიცავდა მეორე კატეგორიის სირთულის ორ მთას.
თუმცა არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ ორგანიზატორების ყველა მონდომება წყალში ჩაიყრებოდა, რადგან ამინდის პროგნოზი მაინცდამაინც ოპტიმისტური არ იყო. სასტარტო სიის შუაში წვიმას ვარაუდობდნენ, ხოლო იმ დროს, როცა
რბოლის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი იყო ტრასის გავლისას ველოსიპედის შეცვლა. ეტაპის დაწყება ინდივიდუალური რბოლისთვის განკუთვნილი ველოსიპედით სრული უაზრობა იქნებოდა, რადგან აღმართში ის არ გამოდგებოდა, მაგრამ დისტანციის ბოლო ნაწილში ასეთი ველოსიპედით გაცილებით დიდი დროის მოგება შეიძლებოდა, ვიდრე ჩვეულებრივით. გამარჯვების ძირითადმა პრეტენდენტებმა ინვენტარი მაინც შეცვალეს. გამონაკლისები გახდნენ Saxo-Bank-ის ლიდერები - კონტადორი და კროიციგერი.
ფრუმს შეეძლო მშვიდად, ყოველგვარი რისკის გარეშე გაევლო ინდივიდუალური რბოლა - საერთო ჩათვლაში ხუთწუთიანი უპირატესობა ამის საშუალებას იძლეოდა. მართლაც, 17 ივლისს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ "თიმ სქაის" კაპიტანს ნებისმიერ მომენტში შეეძლო ტემპისთვის მომატება, მაგრამ ბრიტანელმა ძალების შენახვა აირჩია.
წლევანდელ ტურში მის დომინირებაზე კარგად ლაპარაკობს ერთი ეპიზოდი. განსხვავებით კონტადორისგან, ბრიტანელს ამინდის მხრივ არ გაუმართლა და ბოლო დაღმართი სველ ასფალტზე გაიარა, რამაც ბევრი დრო დააკარგვინა. და ამის მიუხედავად, ფრუმმა მაინც მოიგო ეტაპი - ცხრა წამით აჯობა კონტადორს. ეს იყო ბრიტანელის მესამე მოგებული ეტაპი ტურ დე ფრანსზე.
კონტადორმა მაინც მიაღწია ლოკალურ წარმატებას. საქმე ისაა, რომ ცუდი რბოლა ჩაატარა ჰოლანდიელმა ბაუკე მოლემამ და ამით ალბერტომ გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სხვათა შორის, მოლემას საერთო ჩათვლაში კონტადორის თანაგუნდელმა რომან კროიციგერმაც გაასწრო.
XVII ეტაპი
ემბრენი-შორჟი. 32 კმ
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 51:33; 2. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - +0:09; 3. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, Team Katusha) - +0:10; 4. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +0:23; 5. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +0:30; 6. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +1:11...
საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 66:07.09; 2. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - +4.34; 3. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +4.51; 4. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - +6.23; 5. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +6.58; 3. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, Team Katusha) - +7.21...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტურ დე ფრანსი 2013: გაქცევა პორტუგალიურად