ასევე, ესპანური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ველომრბოლელმა აღნიშნა, რომ თუ თავის ამჟამინდელ ველოსაჯინიბოსთან, Tinkoff-Saxo-სთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გადაწყვეტს, ხელშეკრულება მხოლოდ ერთწლიანი იქნება.
უფრო მეტიც, კონტადორმა, რომელიც მეხუთე ველომრბოლელია ისტორიაში, ვისაც სამივე "გრანდ-ტური" აქვს მოგებული, გაამხილა, რომ 2016 წელი, სავარაუდოდ, ბოლო იქნება მის პროფესიულ კარიერაში.
* * *
ამასობაში, ამერიკის სასამართლომ
მაგრამ მას შემდეგ, რაც ლენსი 2012 წელს დოპინგის მიღებაში ამხილეს და ყველა ტიტული ჩამოართვეს, SCA Promotions-მა დაიწყო სასამართლო პროცესი ფულის დასაბრუნებლად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"