2016 წლის ტურ დე ფრანსი დაგეგმილია

AutoSharing Option
გუშინ, პარიზში გამოცხადდა 2016 წლის ტურ დე ფრანსის სრული მარშრუტი.

ფრანგულ ველომარათონი სტარტს 2 ივლისს აიღებს, მონ-სენ-მიშელის ფრანგული მონასტრიდან და დასრულდება 24 ივლისს, პარიზში.

მეცხრე ეტაპის სტარტი დაგეგმილია ესპანეთის ვალ-დ'არანში, ხოლო ფინიში ანდორაში იქნება. გარდა ამისა, მე-16 ეტაპი დასრულდება შვეიცარიის ბერნში და იქვეა დაგეგმილი მე-17 ეტაპის დასაწყისი.

სულ ველომარათონზე იქნება ცხრა "სწორი" ეტაპი, ათი სამთო ეტაპი და დროზე განცალკევებითი ორი რბოლა. ასევე გათვალისწინებულია დასვენების ორი დღე. ორივე განცალკევებითი რბოლა (37 კმ. და 17 კმ.) ინდივიდუალურია.

დავამატებთ, რომ რბოლის მარშრუტში დაბრუნდა
მთა მონ-ვანტუ, რომელიც ბოლოს ეტაპების განრიგში 2013 წელს იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული