პროცესზე მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი როინ მიგრიაული დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს.
მოსარჩელე მხარე ასევე დააყენებს შუამდგომლობას კონკრეტული მოწმის დაკითხვის შესახებ, რომელიც ადვოკატის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს.
"ჩვენი მიზანია, მოსამზადებელი სხდომა მალე დასრულდეს და საქმის არსებით განხილვაზე დროულად გადავიდეთ. წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ კონკრეტული ოქმების სეოკიდან გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა არ დაგვიკმაყოფილა, რის შემდეგაც ჩვენ თავად მოვიპოვეთ ეს ოქმები საჯარო რეესტრი
სეოკის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი, რომელიც მოითხოვს, გაბათილდეს ყრილობის შედეგები და ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.
საქმეზე ორი სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა, რომელზეც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის რამდენიმე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა სეოკში ექვსი ორგანიზაციის გაწევრიანების ოქმების მტკიცებულებად დართვის შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლებმაც მოსარჩელის მტკიცებით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არალეგიტიმურად მიიღეს მონაწილეობა.
მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა, საქმეს თან დაერთოს ფაქტების კონსტანტაცია.
თუმცა, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, საქმეს თან დაერთოს სეოკის 136 სუბიექტის შესახებ ინფორმაცია.
მოსამზადებელ სხდომაზე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა როინ მიგრიაულმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა, რომელიც რეგიონულ ორგანიზაციებს ეხება. აღნიშნულის განსახილველად სასამართლომ და მოპასუხე მხარემ დრო მოითხოვეს. გადაწყვეტილება 25 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება.
მოსამზადებელი სხდომა 25 მაისს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.