McDonald’s ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი სპონსორი 1976 წლიდან იყო, 2012 წელს კი კიდევ რვა წლით გაახანგრძლივა თანამშრომლობა. მაგრამ, ამ მომენტისთვის, მხარეებმა მიიღეს თანამშრომლობის დასრულების გადაწყვეტილება. ბოლო გარიგების ღირებულება 100 მილიონ დოლარს უდრიდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.
მიუხედავად ამისა, McDonald’s რჩება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის სპონსორად და ოლიმპიურ სოფელს საკვებით მოამარაგებს.
* * *
სპორტის ყველა სახეობა, რომელიც წარმოდგენილი იყო 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე, დარჩება 2020 და 2024 წლების ზაფხულის ასე რომ, 2024 წლის თამაშების პროგრამაში შენარჩუნებული იქნება შვიდკაცა რაგბისა და გოლფის ტურნირები, რომლებიც, თავდაპირველად, 2016 და 2020 წლების ოლიმპიადების პროგრამაში ჩასვეს.
სულ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სტარტები სპორტის 28 სახეობაში იმართებოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"