დოკუ უმაროვი: სოჭი 2014 არ უნდა ჩატარდეს

AutoSharing Option
ჩეჩნეთის ბანდფორმირებათა ერთ-ერთმა ლიდერმა დოკუ უმაროვმა თავის მიმდევრებს მოუწოდა - არ დაუშვან 2014 წელს სოჭში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარება.

უმაროვი, რომელიც ასევე ცნობილია დოკა აბუ უსმანის სახელით, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბოევიკების მეთაურად მიიჩნევა. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების ორგანიზება და სისრულეში მოყვანა მისი პირადი ბრძანებით მოხდა. 2007 წლის ოქტომბერში უმაროვმა საკუთარი თავი არარასებული სახელმწიფოს - კავკასიის საემიროს ემირად გამოცხადა.

როგორც სააგენტო "კავკას-ცენტრი" იტყობინება, უმაროვმა გაავრცელა მიმართვა, რომელშიც მოუწოდებს არ დაუშვან 2014 წლის ოლიმპიადის გამართვა. მისი თქმით, კავკასიის
საემიროს ინციატივა - რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო ოპერაციების შეჩერებაზე, მოსკოვმა არა როგორც კეთილი ნება, არამედ სისუსტის გამოვლენად აღიქვა. უმაროვი ამბობს, რომ ამიერიდან, რუსეთის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმებს განახორციელებს და მოუწოდებს მოჯაჰედებს არ დაუშვან "რუსეთის მიერ სოჭში მოკლული კავკასიელების ძვლებზე ოლიმპიადის ჩატარება".

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, მიმართვის ვიდეო განთავსებულია ერთ-ერთ ექსტრემისტულ ვებგვერდზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ უნდა ჩატარდეს ოლიმპიადა რუსეთს უნდა გაეჩხიროს ყელში .ბიძინას თუკი აქვს სურვილი რუსებს უკანალზე აკოცოს მისი პირადი საკმეა , მთელი საქართველოს სახელით ნუ პირდება დახმარებას.
giorgi
09:38 08-07-2013
0
ჯერ ერთი საეჭვოა ბანდფორმირებად მისი მოხსენიება, ის კაცი იბრძვის 100 ატასი გაწყვეტილი ჩეჩენის გულისთვის. სოჩი 2014 - ტრაგედიის ოლიმპიადა იქნება.
dalesi
09:39 04-07-2013
0

სიახლეები პოპულარული