კუცია ფინალში სომეხ მჰერ კარაპეტიანთან (2:1), უკრაინელ სერჰიუ გონჩუკთან (7:0) და ლიტველ რადვილას მატუკასთან (3:0) მოგების შემდეგ გავიდა, იქ კი რუს სერგეი კირიუხინთან 0:3 დამარცხდა.
მიხეილ ქაჯაია პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი იაპონელ აკირა ოსაკას 4:0 სძლია. ამის შემდეგ ის რუსთა მომავალ ჩემპიონ ნიკიტა მელნიკოვთან დამარცხდა (0:4),
თურქაძე ნახევარფინალში ორი მოგებით გავიდა - ამერიკელ ნიკოლას ტრიგასს 4:0, თურქ აბდულსამეტ უგურლის კი 4:1 სძლია. ამის სემდეგ ჩვენებური აზერბაიჯანელ კამრან მამადოვთან დამარცხდა - 0:4, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ასეთივე ანგარიშით ირანელ მოჰამად ნოურბაკშის აჯობა.