მსოფლიოს უნივერსიადა: ქართველი სტუდენტების სამი მედალი

AutoSharing Option
ყაზანში მიმდინარე მსოფლიოს 27-ე უნივერსიადაზე სირცხვილს გადავრჩით და, როგორც იქნა, მედლები ქართველმა სტუდენტებმაც მოიპოვეს - სამბოში ნიკო კუცია (82) მეორეზე გავიდა, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი თორნიკე თურქიშვილი (60) და მიხეილ ქაჯაია (96) მესამეზე გავიდნენ.

კუცია ფინალში სომეხ მჰერ კარაპეტიანთან (2:1), უკრაინელ სერჰიუ გონჩუკთან (7:0) და ლიტველ რადვილას მატუკასთან (3:0) მოგების შემდეგ გავიდა, იქ კი რუს სერგეი კირიუხინთან 0:3 დამარცხდა.

მიხეილ ქაჯაია პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი იაპონელ აკირა ოსაკას 4:0 სძლია. ამის შემდეგ ის რუსთა მომავალ ჩემპიონ ნიკიტა მელნიკოვთან დამარცხდა (0:4),
დამამშვიდებელში კი ჯიოუნგ ლიმს და აზერბაიჯანელ არაზ ჰასანოვს აჯობა - ორივეს 4:0.

თურქაძე ნახევარფინალში ორი მოგებით გავიდა - ამერიკელ ნიკოლას ტრიგასს 4:0, თურქ აბდულსამეტ უგურლის კი 4:1 სძლია. ამის სემდეგ ჩვენებური აზერბაიჯანელ კამრან მამადოვთან დამარცხდა - 0:4, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ასეთივე ანგარიშით ირანელ მოჰამად ნოურბაკშის აჯობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული