ოლიმპიაში გამართულ ცერემონიაზე ცეცხლი წესისამებრ მზის სხივებით სპეციალური სარკის მეშვეობით აანთეს. ამ პროეცსში მონაწილეობა ბერძენმა მსახიობმა ინო მენეგაკიმ მიიღო, რომელიც ჰერას როლს ასრულებდა.
თუმცა ცერემონიამ მცირე გაურკვევლობით ჩაიარა, ცეცხლის ანთების შემდეგ ჩირაღდნის მატარებელმა პირველ ჯერზე ცეცხლი ვერ გადაიტანა და მუხლის მოდრეკა მეორეჯერაც მოუწია.
ამ ცერემონიიის შემდეგ სტარტს აიღებს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, რომელიც 7 თებერვალს სოჭში დასრულდება და ამავე დღეს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის
სპორტსმენებიდან პირველმა ოლიმპიური ცეცხლი 18 წლის ბერძენმა მოთხილამურემ იანის ანტონიუმ მიიღებო.
ოლიმპიურ ცეცხლს მოსკოვის აეროპოტრში 6 ოქტომბერს ჩაიტანენ და კრემლში გადაიტანენ, სამი დღის განმავლობაში ცეცხლი რუსეთის დედაქალაქში იქნება, ხოლო ცეცხლის ესტაფეტა რუსეთის ქალაქებში 10 ოქტომბერს დაიწყება.