სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე აგვისტოს ომის "გმირი" რუსი სამხედრო მფრინავი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევი გახდა.

ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია "რასია" იუწყება. როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, ნიჩაევი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა.

სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ის მართავდა, ჩამოაგდეს, თუმცა, პილოტმა დავალება შეასრულა და ავიაბაზაზე თვიმთფრინავის დაშვება შეძლო.

როგორც ივან ნიჩაევი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ყველაფერს ღირსეულად გაართმევს თავს, თუმცა გარკვეული მღელვარებაც აქვს.

"ეს არის დიდი ისტორიული მომენტი ჩემი და ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში", - განაცხადა ნიჩაევმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
აი ეს არის რუსების პასუხი ჩვენი მხრიდან "ურთიერთობის დალაგების" სურვილზე. არის კიდევ კითხვები?
Kaxa
15:53 06-10-2013
0
თუ ჩამოაგდეს, როგორ დასვა თვითმფრინავი?
giorgi
16:53 06-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული