რუსებს ბედი არ სწყალობთ - სოჭის ოლიმპიადის ჩირაღდანი მესამედ ჩაქრა

AutoSharing Option
სოჭის ზამთრის თამაშების ოლიმპიური ცეცხლი მესამედ ჩაქრა მოსკოვში.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისას პირველად ცეცხლი 6 ოქტომბერს ჩაუქრა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს წყალქვეშ ცურვაში შავარშ კარაპეტიანს და ის ხელმეორედ სანთებელის გამოყენებით აანთო დაცვის ფედერალური სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

მომდევნო დღეს ოლიმპიური ცეცხლი მდინარის სანაპიროზე ჩაქრა და აღადგინეს სათადარიგო ჩირაღდნების წყალობით.

ოლიმპიური ცეცხლი კიდევ ერთხელ ჩაქრა "მოსფილმის" შენობის წინ და მოხალისეებს წუთი დასჭირდათ იმისთვის, ისევ აენთოთ ის. YouTube-ის მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩირაღდანი ოთხჯერ ჩაქრა, აქედან ორჯერ "მოსფილმის" ქუჩაზე.

2014 წლის
ოლიმპიურ ცეცხლთან დაკავშირებით, პრობლემები ჯერ კიდევ საბერძნეთში დაიწყო, როცა პირველ ჯერზე არ მოხერხდა ცეცხლის ანთება.

უფრო ადრე ოლიმპიური ჩირაღდნის შემქმნელები ირწმუნებოდნენ, რომ ორმაგი წვის სისტემის კონსტრუქცია იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ცეცხლი არ ჩაქრებოდა. ჩირაღდნის შიგნით არსებულმა ცეცხლმა ყოველთვის უნდა აანთოს ჩირაღდანი გარედან. ასეთი სისტემა ცეცხლს წყალქვეშაც უნდა ინარჩუნებდეს.

* * *
ამასობაში ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნებმა საკუთარი ოლიმპიური გუნდების მედროშეების დასახელება დაიწყეს.

გაირკვა, რომ სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იტალიის ნაკრების დროშას ციგაობაში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 39 წლის არმინ ცოგელერს მიანდობენ.

ორი ოლიმპიური ოქროს გარდა, ცოგელერს მოგებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს ორი მედალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზამთრის ოლიმპიადის ცეცხლის გადაცემის პროცესმა მცირე გაურკვევლობით ჩაიარა [VIDEO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
უფლის წყალობით ისე,რომ მოხდებოდეს და საერთოდ ჩაიშლებოდეს ეს დაწყევლილი ოლიმპიადა კარგი იქნებოდა,რუსეთს არავინ არ სჯის ბოროტებისთვის და უფალმა მაინც დასაჯოს.
roma
12:09 09-10-2013
0
ამათ უნდა ქონდეთ გაზი და ნავთობი? ცეცხლს ვერ ანთებენ.. :D
Georgi
10:42 09-10-2013
0

სიახლეები პოპულარული