შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტისას პირველად ცეცხლი 6 ოქტომბერს ჩაუქრა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს წყალქვეშ ცურვაში შავარშ კარაპეტიანს და ის ხელმეორედ სანთებელის გამოყენებით აანთო დაცვის ფედერალური სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
მომდევნო დღეს ოლიმპიური ცეცხლი მდინარის სანაპიროზე ჩაქრა და აღადგინეს სათადარიგო ჩირაღდნების წყალობით.
ოლიმპიური ცეცხლი კიდევ ერთხელ ჩაქრა "მოსფილმის" შენობის წინ და მოხალისეებს წუთი დასჭირდათ იმისთვის, ისევ აენთოთ ის. YouTube-ის მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩირაღდანი ოთხჯერ ჩაქრა, აქედან ორჯერ "მოსფილმის" ქუჩაზე.
2014 წლის
უფრო ადრე ოლიმპიური ჩირაღდნის შემქმნელები ირწმუნებოდნენ, რომ ორმაგი წვის სისტემის კონსტრუქცია იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ცეცხლი არ ჩაქრებოდა. ჩირაღდნის შიგნით არსებულმა ცეცხლმა ყოველთვის უნდა აანთოს ჩირაღდანი გარედან. ასეთი სისტემა ცეცხლს წყალქვეშაც უნდა ინარჩუნებდეს.
* * *
ამასობაში ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნებმა საკუთარი ოლიმპიური გუნდების მედროშეების დასახელება დაიწყეს.
გაირკვა, რომ სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იტალიის ნაკრების დროშას ციგაობაში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 39 წლის არმინ ცოგელერს მიანდობენ.
ორი ოლიმპიური ოქროს გარდა, ცოგელერს მოგებული აქვს ვერცხლისა და ბრინჯაოს ორი მედალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზამთრის ოლიმპიადის ცეცხლის გადაცემის პროცესმა მცირე გაურკვევლობით ჩაიარა [VIDEO]