ოლიმპიურმა ჩირაღდანმა ტბაში ჩაყვინთა

AutoSharing Option
სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ჩირაღდნის ესტაფეტა ორიგინალურობით არის გამორჩეული. ოლიმპიური ცეცხლი უკვე აიტანეს კოსმოსში, შაბათს კი ჩირაღდანმა მსოფლიოს ყველაზე ღრმა ტბაში - ბაიკალში "ჩაყვინთა".

ამისთვის შემდეგი რამ მოიფიქრეს: შექმნეს სპეციალური ჩირაღდანი, გაავსეს ის სპეციალური საწვავით, რომლის წყალობითაც, ცეცხლი წყალქვეშ არ ქრება.

ჩირაღდნის წყალში ჩაშვება განხორციელდა მდინარე ანგარას შესართავთან, სადაც სიღრმე 23 მეტრს შეადგენდა. ეს საპატიო მისია დაეკისრა მაშველ მყვინთავს, ნიკოლაი რიბაჩენკოს, რომელიც ბაიკალის ფსკერზე ჩირადღნით ხელში ჩავიდა. ამ დროს წყლის ტემპერატურა 5 გრადუსს უდრიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული