ამისთვის შემდეგი რამ მოიფიქრეს: შექმნეს სპეციალური ჩირაღდანი, გაავსეს ის სპეციალური საწვავით, რომლის წყალობითაც, ცეცხლი წყალქვეშ არ ქრება.
ჩირაღდნის წყალში ჩაშვება განხორციელდა მდინარე ანგარას შესართავთან, სადაც სიღრმე 23 მეტრს შეადგენდა. ეს საპატიო მისია დაეკისრა მაშველ მყვინთავს, ნიკოლაი რიბაჩენკოს, რომელიც ბაიკალის ფსკერზე ჩირადღნით ხელში ჩავიდა. ამ დროს წყლის ტემპერატურა 5 გრადუსს უდრიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"