გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ტერორისტული მუქარის შემცველი წერილი მათ ელექტრონული ფოსტით მიიღეს და გერმანიის სათანადო ორგანოებს გადასცეს.
უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის თქმით კი, წერილში მუქარა იმ სპორტსმენებისა და მათი ოჯახის მისამართით იყო, რომლებიც სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას გეგმავენ.
"მიღებული წერილები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და რუსულ მხარეს გადავუგზავნეთ. წერილების ანალიზის შედეგად, ორივე მხარემ ოფიციალურად განგვიცხადა, რომ მუქარა არ არის საფრთხის
სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7-დან 23 თებერვლამდე გაიმართება, პარაოლიმპიური თამაშები კი 7-დან 16 მარტამდე ჩატარდება.
რამდენიმე კვირის წინ ისლამისტურმა ტერორისტულმა დაჯგუფება "ანსარ ალ-სუნამ" გაავრცელა ვიდეო, სადაც სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ტერაქტების განხორციელებით იმუქრებოდა.
წყარო: interpressnews.ge