მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეპორტიორებმა ადგილობრივი სასტუმროების ნომრები წინასწარ დაჯავშნეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა - მედიისთვის განკუთვნილი 9 სასტუმროდან სტუმრების მისაღებად მზად მხოლოდ 6-ია.
სასტუმროები ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. თუ სტუმარს გაუმართლა და ონკანში წყალი დახვდა, სასიხარულოდ საქმე ნამდვილად არ ექნება, რადგანაც სასმელად უვარგისია.
ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ სასტუმროს ნომრებში მუშები დადიან და ჯერ კიდევ მუშაობენ.
შეწუხებულმა ჟურნალისტებმა "ტვიტერში"
"CNN-მა 5 თვის წინ 11 ოთახი დაჯავშნა. მხოლოდ 1 ნომერია ვარგისი", - წერს ჟურნალისტი ჰარი რიკი.
როგორც "ტვიტერში" ჟურნალისტების პოსტებიდან ირკვევა, სასტუმროებში არ არის გათბობა და ინტერნეტი.
ზოგიერთ ნომერში არ არის იატაკი, მაგრამ მაგიდაზე ვლადიმერ პუტინის პორტრეტი დევს. ტუალეტის კარს ინგლისურ და რუსულ ენებზე აწერია: "გთხოვთ, უნიტაზში ქაღალდს ნუ ჩააგდებთ".
იხილეთ ფოტოგალერეა