კოშმარი სოჭის სასტუმროებში: პუტინის სურათი ნომერში და მითითება საპირფარეშოში

AutoSharing Option
სოჭი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 7 თებერვალს უმასპინძლებს, თუმცა დღემდე არსებობს ეჭვები, ნამდვილად მზადაა თუ არა ქალაქი ტურისტებისა და ჟურნალისტების მისაღებად.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის რეპორტიორებმა ადგილობრივი სასტუმროების ნომრები წინასწარ დაჯავშნეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა - მედიისთვის განკუთვნილი 9 სასტუმროდან სტუმრების მისაღებად მზად მხოლოდ 6-ია.

სასტუმროები ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. თუ სტუმარს გაუმართლა და ონკანში წყალი დახვდა, სასიხარულოდ საქმე ნამდვილად არ ექნება, რადგანაც სასმელად უვარგისია.

ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ სასტუმროს ნომრებში მუშები დადიან და ჯერ კიდევ მუშაობენ.

შეწუხებულმა ჟურნალისტებმა "ტვიტერში"
პოსტები დაწერეს, სადაც სასტუმროებში არსებულ ვითარებას აღწერენ:

"CNN-მა 5 თვის წინ 11 ოთახი დაჯავშნა. მხოლოდ 1 ნომერია ვარგისი",
- წერს ჟურნალისტი ჰარი რიკი.

როგორც "ტვიტერში" ჟურნალისტების პოსტებიდან ირკვევა, სასტუმროებში არ არის გათბობა და ინტერნეტი.

ზოგიერთ ნომერში არ არის იატაკი, მაგრამ მაგიდაზე ვლადიმერ პუტინის პორტრეტი დევს. ტუალეტის კარს ინგლისურ და რუსულ ენებზე აწერია: "გთხოვთ, უნიტაზში ქაღალდს ნუ ჩააგდებთ".

იხილეთ ფოტოგალერეა
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მჯერა, დაულაგებელი და გაურკვეველი სიტუაციები "მატუშკა რასია"-ში "არ არსებობს".:)
shalva73
13:35 05-02-2014
0
ჩაფლავებული ოლიმპიადა!
საქართველოსთვის!!!
13:41 05-02-2014
0

სიახლეები პოპულარული