სოჭი 2014: სნოუბორდი - პირველი ჩემპიონი

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა ამერიკელმა შონ უაიტმა უარი თქვა სლოუპსტაილში მონაწილეობაზე, სნოუბორდისტთა შაბათის სტარტზე ფავორიტი გახდა კანადელი მაქს პერო. ის კარგად გამოვიდა ბოლო X-Games-ში და სოჭშიც კვალიფიკაციაზე საუკეთესო იყო. აშკარად ჩანდა, რომ პერომ კარგად აუღო ალღო რთულ ოლიმპიურ ტრასას, რომელიც სამ რთულ ტრამპლინს შეიცავდა.

მაგრამ, ოლიმპიურ ფინალს თავისი კანონები აქვს და ის შაბათს, პეროს მხარეს არ იყო. პირველი ცდისას მაქსი საერთოდ დაეცა ტრასაზე, მეორე ჯერზე კი ზედმეტად იზღვევდა თავს და ვერ აჩვენა ის სირთულე, რომელიც მის გამოსვლებს ახასიათებს. საბოლოოდ, პერომ
ვერ შეძლო პოდიუმზე ასვლა და მეხუთეზე გავიდა.

პეროს თანამემამულე - მარკ მაკმორისი ჯერ კიდევ იანვარში იმედოვნებდა სოჭში ოქროს მიღებას, მაგრამ ორი კვირის წინ, ნეკნები გაიტეხა და ოლიმპიურ თამაშებს ცუდ ფორმაში შეხვდა. თუმცა ტკივილის მიუხედავად, მან კარგი მეორე ცდის ხარჯზე შეძლო მესამე ადგილზე გასვლა.

სამაგიეროდ, აშშ-ის ნაკრებმა არ შეიმჩნია შონ უაიტის არყოფნა. სეიჯ კოტსენბურგმა ფანტასტიკური პირველი ცდა აჩვენა, რამაც ბრწყინვალე საბოლოო შედეგი მოუტანა - 93.50 ქულა. კოტსენბურგი სოჭის ოლიმპიადის პირველი ჩემპიონი გახდა. არადა, ის ზამთრის თამაშების წინ ნამდვილად არ განიხილებოდა ფავორიტად, რადგან ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, ნებისმიერ ტურნირზე მას მხოლოდ ერთადერთი გამარჯვება ჰქონდა.

სეიჯ კოტსენბურგი
დაიბადა: 27 ივლისი, 1993
სიმაღლე: 1.78 მ
წონა: 75 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო სოჭი 2014, სლოუპსტაილი
სხვა ტიტულები
Winter X Games-ის ორგზის მეორე პრიზიორი (2010, 2012).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული